თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები მამა-შვილი არიან, რომლებიც მეზობელმა დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, პარკინგის ადგილის გამო დაიწყო და, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილს დაზიანებები დანით მიაყენა.
დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.