შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, აჯამეთის აღკვეთილის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში გაიმართა მსჯელობა, გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც, გარკვეულწილად, გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია აჯამეთის აღკვეთილისთვის გრძელვადიანი მიზნებისა და მის მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ.
აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდა.
დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.