„ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.
ინფორმაცია მედიას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და სამართალდამცავებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.