მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მიაღწია დაუნდობლობის ახალ პიკს, 24 საათში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი იყო სამიზნე. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, – წერს ბორელი.