გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირისა (EU funded Marine Litter MED II Project) და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის (BSC) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აქტივობებთან დაკავშირებული შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება ბათუმში გაიმართა.
დასკვნით შეხვედრას შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის წარმომადგენელი, დაბინძურების მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი ირინა მაკარენკო ესწრებოდა. კონფერენციაზე პროექტის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ერთჯერადი პლასტიკის პარკების ეტაპობრივი ამოღების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე და მყარი ნარჩენების ნეგატიური ზეგავლენას, მყარი ნარჩენებით ზღვის ანთროპოგენული დაბინძურებასა და პროექტის შედეგებს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, აჭარის უზენაესი საბჭოს, გარემოს დაცვითი კონვენციური ინსპექციისა წარმომადგენლები და ადგილობრივი სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.