გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელს კჟეტილ ლუნდის და ნორვეგიის ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში ჰიდროლოგიური დაკვირვებების, პროგნოზებისა და ბუნებრივი საფრთხეების მართვის, ასევე სააგენტოში ადრეული შეტყობინების სისტემების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზეც იმსჯელეს. ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო პროექტის „ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს (NVE) შორის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან.