მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
სპორტული კომპლექსი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, საპარკინგე სივრცეს. ასევე, კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის (მოეწყობა ლიფტი).
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნენ.
სპორტული კომპლექსი 7 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება, 2025 წელს დასრულდება.
პროექტის საერთო ღირებულება 3 769 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი” ასრულებს.