„არა კალაძის საცობებს!“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მდივანი იგორ ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ.
“საცობები არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, ამიტომ თბილისელები საათობით არ უნდა იდგნენ საცობებში და საათობით არ უნდა სუნთქავდნენ ამ დაბინძურებულ ჰაერს. ვაგრძელებთ კამპანიას - „არა კალაძის საცობებს!“ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ კორუმპირებული კახა კალაძე და მისი მთავრობა, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ თბილისელები არ იხრჩობოდნენ კალაძის საცობებში და არ ჰქონდეთ ეს უდიდესი დისკომფორტი ქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მდივნის იგორ ნარმანიას თქმით, ის რაც დღეს თბილსში საცობებთან დაკავშირებით და კახა კალაძის კორუფციული გარიგებების შედეგია.
„კალაძის უნიათო მმართველობის და კორუფციული გარიგებების შედეგია ის, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება. ის რაც დღეს ხდება საქართველოს დედაქალაქში, ეს არის მერიის და „რუსული ოცნების“ მმართველობის უპასუხისმგებლობა, პირადად კახა კალაძის უპასუხისმგებლობა და მან უნდა იცოდეს, რომ მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი თბილისელი მოსახლეობისგან, მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი იმ კორუფციულ გარიგებებსა და უნიათობებზე, რასაც ის სჩადის თბილისელი მოსახლეობის მიმართ ყოველდღიურად, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ.