თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში აფეთქების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე ბინა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.