თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქება, სავარაუდოდ, ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ვრცელდება ინფორმაცია კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებაც.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.