თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა 24 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიხსნება.
„კუს ტბის საბაგირო გზა 24 ოქტომბერს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება. საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.