ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ რუსეთს შეადარა.
ფონ დერ ლაიენმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინტიტუტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჰამასი“ და რუსეთი იყენებენ ბრძოლის ერთი და იგივე ბარბაროსულ მეთოდებს დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოსწონთ, განზრახ კლავენ და მძევლად იყვანენ უდანაშაულო მოქალაქეებს.
"პუტინს სურს წაშალოს უკრაინა მსოფლიო რუკიდან, „ჰამასს“ კი - ისრაელი. მათი არსი, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ერთი და იგივეა. ნებისმიერი წარმატება, რომელსაც ისინი მიაღწევენ, გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ ძალადობას, რომელიც მიზნად ისახავს არსებული წესრიგის განადგურებას", - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ომი და დაპირისპირება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის უნდა გახდეს ევროპისა და შეერთებული შტატების კიდევ უფრო დიდი კონსოლიდაციის სტიმული.
ფონ დერ ლაიენმა გამოთქვა რწმენა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან აიცილება შესაძლეებლი იქნება, თუ ისრაელი გააგრძელებს დიალოგს მეზობლებთან ვაშინგტონისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით. "ახლა არის დაუნდობელი დიპლომატიის დრო. ამერიკა და ევროპა დაინტერესებულია მშვიდობის ძიებით", - თქვა მან.
უკრაინაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ.