ხმაური იყო წინ სოფელ ჭორვილაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-მსვლელობას ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს სოფელ ჭორვილის გადასახვევთან, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სოფელთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
ადგილზე ამ დრომდე ხმაურია. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე და მისი მომხრეები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ჭორვილაში მსვლელობით ჩავიდნენ.