ისრაელელი ოჯახები, რომელთა ნათესავები ღაზაში მძევლად არიან აყვანილი, აღშფოთებულნი არიან ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეგვიპტიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დაშვების გამო.
ამის შესახებ Times of Israel მძევლების ოჯახებზე დაყრდნობით იტყობინება.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ ისრაელი არ დაბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ეგვიპტიდან ღაზას სექტორში "თუ ის მოიცავს საკვებს, წყალს და მედიკამენტებს ღაზას სექტორის სამხრეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის".
მძევლების ოჯახები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა შევიდეს ღაზაში, ვიდრე ჰამასის ტყვეობაში მათი ახლობლები რჩებიან. ბოლო მონაცემებით, ტერორისტებს მძევლად ჰყავთ დაახლოებით 200 ისრაელელი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნის ფონზე, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას დათანხმდა.