14 წლის გოგონას აითაჯ შახნაროვას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ. ამის შესახებ ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა.
„აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდება გათვალისწინებული. ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარი ასიმ ასლანოვია ბრალდებული. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც.