ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განლაგებულ სამხედროებთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.
„ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორთან მყოფ სამხედროებს მიმართა: „მზად ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება”.
ნეთანიაჰუ ასევე იმყოფებოდა კიბუცებში - ბეერსა და კფარ-აზაში, რომლებიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.