კახეთში უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა.