ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.
მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.