იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, დღის ბოლოს დარჩა ერთადერთი კითხვა – სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ.
“იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ…
დღის ბოლო ერთადერთი კითხვა დარჩა: ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ?
ერთი, 3-4 წლის ამბავი გამახსენდა.
რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ვკამათობდით, რა დაჯდებოდა სინამდვილეში ქუთაისის პარლამენტის აშენება. ზოგმა 200 მილიონი თქვა, ზოგმა 60-70, ზოგმა 100. ბოლოს ერთმა შემოსწრებულმა კაცმა - მაქსიმუმ 200-300 ათასი ლარიო და შეწყდა კამათი. რაღა არგუმენტი უშველიდა”, - წერს მდინარაძე.