ბერძნული მედიის ცნობით, ათენში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, შემთხვევა ათენში, ღამით, მოკლულის სახლში მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.