ხულოში, მწვანე ტბაში მაშველებმა ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 55 წლის კაცი 28 სექტემბერს გაუჩინარდა და მაშველები მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.