სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესაძლო დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის საქმეზე „კანვასის“-ის 3 წევრი დაიბარეს. ისინი სერბეთის მოქალაქეები არიან.
სერბეთის მოქალაქეები გამოკითხვაზე მისვლამდე იმყოფებოდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტრენინგზე, რომელზეც ესწრებოდა რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ცნობილია, სემინარის მთავარი თემა იყო „სამოქალაქო აქტივიზმი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.