ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის კაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი სახლში ელექტრო-გაყვანილობას აკეთებდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.