უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინა არ გამოიყენებს შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.
ესპანურ გამოცემა ABC-სთან ინტერვიუში დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოიყენება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად.
„ჩვენ არ გამოვიყენებთ მას რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენ გვაქვს შეთანხმებები ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, ომის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე აუცილებელია უკრაინის დასაცავად. „ეს არის ჩვენი ამოცანა - საკუთარი იარაღით დარტყმა განვახორციელოთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებზე, საიდანაც თითქმის ყოველდღიურად ხდება თავდასხმები ჩვენს შვილებზე“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინას არ აქვს განზრახვა თავს დაესხას რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობას.