ბოლნისში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით მეუღლე მოკლა, შვილი დაჭრა, მოგვიანებით კი თვითდაზიანებები მიიყენა.
კაცი კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 (ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 108 მუხლებით (ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა) არის დაწყებული.