აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. ამის შესახებ საუბარია ბაიდენის ფაშინაინისადმი მიწერილს წერილში. იუწყება სომხურ იმედია.
ფაშინიანს ბაიდენის წერილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა ფაუერმა გადასცა, რომელიც დღეს ერევანში იმყოფება.
„მე ვთხოვე სამანტა პაუერს, ჩემი კაბინეტის მთავარ წევრს, პირადად გადმოგცეთ შეერთებული შტატებისა და ჩემი ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა სომხეთის მისწრაფებებში მიაღწიოს ღირსეულ და გრძელვადიან რეგიონულ მშვიდობას, რომელიც დაიცავს თქვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას“, - აღნიშნავს წერილში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში ქვეყნის შიგნით და რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებაში.
„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მედეგობასა და უსაფრთხოებაში, რისი დემონსტრირებაც მოხდა სომხეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნებით“, – ნათქვამია წერილში.