საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ლოგიკაში არ ჯდება, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ აკმაყოფილებს დასკვნას ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„შეიძლება, მოვუძებნოთ ერთადერთი ახსნა, რომ ერთი მხრივ, მცდელობაა, მოხდეს ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ეროვნულ ბანკს ვგულისხმობ, მეორე მხრივ, რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნება და რადიკალური ჯგუფებისთვის სალაპარაკოს მიცემა. სხვა მხრივ, ეს ყველაფერი ლოგიკაში აღარ ჯდება და ვერ ვხსნი.
იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაუბრუნდება კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოს, რადგან მისი ვალდებულებაა და არა ნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. ვფიქრობ, უკვე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ მოტივაცია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც მოქმედებებია დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.