სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.
სომხეთში დღეს დილიდან განახლდა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები ქუჩების ბლოკირებას ახდენენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონწილეები ფაშიანიანს ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე არაადეკვატურ რეაგირებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქვეყნის პარალიზებას მოახდენს და საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს“.
აქციები სომხეთის დედაქალაქის სხავადასხვა ნაწილში იმართება.