უბედური შემთხვევა მოხდა ხულოში. TV25.GE-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.