„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 22 სექტემბერს დააკავეს.