დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების" გენერალური მდიანი კახა კალაძე აცხადებს, რომ გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე კავშირი არც კოტე ზარნაძეს და არც მას კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, ეძგვერაძე გლდანში არჩევნების დროს, ნიკა მელიას მთავარი საყრდენი იყო.
„ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ "შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და შემდეგ არ გამოუვიდა ეს. მე არ ვიცი, რა იყო მიზეზები, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც, შეიძლება ჩავთვალოთ, ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად, რომლებიც ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს იკადრებს. შესაბამისაად, არც კოტე ზარნაძე რაიმე კავშირშია აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც, რა თქმა უნდა, მე, - განაცხადა კახა კალაძემ.