დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კიდევ ერთი, წინასწარი მონაცემებით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:21 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.
მანამდე 08:00 საათზე მიწისძვრა მცხეთასთან, სოფელ ნორიოდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.