საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 08:00 საათზე მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ნორიოდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.