ბათუმში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც რეგიონული გამოცემა TV25 წერს, შემთხვევა გვიან ღამით, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.