გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"ძალიან ცუდად ვარ, ტკივილები მაქვს თავის და კისრის არეში, გულისრევის შეგრძნება. გუშინ კიდე იმდენად ვერ ვგრძნობდი. დაგვტოვეს გუშინ, არ გაგვიშვეს სახლში. ტვინის შერყევას ვარაუდობენ", - თქვა დაშავებულმა.
მისი თქმით, კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს არ გაწერენ.
მან ასევე ისაუბრა თავდასხმის დეტალებზე და აღნიშნა, რომ მასში დაახლოებით, 40 პირი მონაწილეობა.
40 კაცი მოგვივარდა გუშინ. 40- 4ზე წარმოიდგინეთ, 4 კაცი ვიყავით მხოლოდ, ლაჩრობის გარდა ამას რა უნდა დაარქვა. არაკაცების სიმბოლოები არიან ყველა. ეს არის "ოცნების" ფასეულობა". - ამბობს ეძგვერაძე.
თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს გუშინ სარამოს დაესხნენ. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.
შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად კი ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.