გლდანში ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბაჩო დოლიძე და დიმიტრი ბიძინაშვილიც.
ცოტა ხნის წინ გლდანში ფიზიკური დაპირიპისრება იყო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მააჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.