თბილისის საკრებულოს დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა გლდანში დეპუტატის სახლთან მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატს 60-მდე ხელკეტყით შეიარაღებული პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ამ წუთებში თავდასხმის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. ეძგვერაძეს და მის მეგობრებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.
ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ საკრებულოში ჩხუბი უძღოდა, სადაც ირაკლი ეძგვერაძე და დეპუტატი კოტე ზარნაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.