ასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მედიას უდასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და ის სუს-ში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.