საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალი გახსნა, რომელიც მოხმხმარებლების საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა.
4B ის სივრცეა, სადაც საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო პარტნიორი ბიზნესები განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობენ.
4B მათ სთავაზობს:
- პროქტის დაფინანსებაზე მუშაობისას პერსონალური ბანკირის და ფინანსური ანალიტიკოსის მომსახურებას;
- შეხვედრებს დარგის ექპერტებთან და შესაძლებობას მიიღონ მათგან ბიზნეს რჩევები;
- საინტერესო ბიზნეს ღონისძიებებს;
- პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს (Google Ads, Meta, Linkding ads, Harward Business Review, Shopify და სხვა)
- შესაძლებლობას დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და დაგეგმონ შეხვედრები;
ახალი ფილიალი 20 სექტემბერს, გუდიაშვილის ქ.#2 - ში გაიხსნა.
„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. განსხვავებული კონცეფციის მქონე 4B ფილიალი საქართველოს ბანკის ის სივრცეა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესისთვის კიდევ მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში. ამ სივრცეში ბიზნესებს არაერთი საინტერესო სიახლე და კონკეტულად მათთვის შექმნილი შეთავაზება დახვდებათ. მოხარულები ვართ ამ სიახლით და მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს პარტნიორებს და დაეხმარება მათ ახალ იდეებში, ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარებაში და ახალი ურთიერთობების დამყარებაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.“ - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ.