21 სექტემბრის ღამეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ანექსირებულ ყირიმში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსული სამხედრო აეროდრომის „საკის“ წინააღმდეგ უკრაინელებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს, შემდეგ კი „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.
უკრაინელების შეტევის დროს სამხედრო აეროდრომზე 12 ერთეული „სუ-24“-ისა და „სუ-30“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“ იყო განთავსებული. ასევე, საწვრთნელი ბაზა - „მოჯაჰერის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსული ავიაციის ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ დღეში.
ვრცელდება ინფორმაცია 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმში აფეთქებები ყოველდღე უფრო და უფრო გახშირდება და ოკუპანტები ანექსირებულ ნახევარკუნძულზე თავს დაცულად და მშვიდად ვერ გრძნობენ.