ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა.
„2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა გუშინ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა.