კახეთში ნადირობისას კაცს შემთხვევით ტყვია მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში 33 წლის ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისსავე თანასოფლელს ტყვია გაუვარდა, რომელიც შიშნიაშვილს თავის არეში მოხვდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.