საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითად მოსიარულე ქალს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდნენ ავტომანქანაში მყოფი საგარეჯოს პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები.
ექვსი მოსწავლე სხვადასხვა დაზიანებით საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია,
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.