ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
25 წლამდე ასაკის პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის ახმეტიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაწყებულია გამოძიება.