თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოფარეხის სახურავიდან მუშა გადავარდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
კაცი სახურავზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს.