ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მფლობელი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმი „საბრალონი“ გახდა.
„საბრალონი“ დოქტორ ფრანკენშტეინის ისტორიის თემაზე შექმნილი ექსპერიმენტული ვარიაციია. სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერი სოცოცხლეს ჩუქნისს ქალს და მისი ახალშობილი შვილიდ ტვინს უნერგავს. ფილმში მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილემ დეფო და მარკ რუფალო.
ფესტივალის .„ვერცხლის ლომი“ წილად ხვდა იაპონელ რეჟისორ, რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“.
სპეციალური ჟიურის ჯილდო პოლონელმა რეჟისორმა აგნეშკა ჰოლანდმა მიიღო, ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ჩარჩენილი მიგრანტების შესახებ გადაღებული ფილმისთვის „მწვანე საზღვარი“.