საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს კახა კაჭარავა დაუბრუნდა.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, სადაც ჟურნალისტების წინაშე კლუბის ახალი მფლობელი რომან ფიფია და მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა წარსდნენ.
რომან ფიფიას განცხადებით, მასსა და "დინამოს" აქამდელ მეპატრონეებს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის შეთანხმება მიღწეულია და რჩება მხოლოდ მცირე დეტალები, რომელთა მოგვარება 2-3 კვირაში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისელთა სამწვრთნელო შტაბიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, 44 წლის სპეციალისტმა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე ზუგდიდის "ბაიასთან" XIII ტურის მატჩის ფრედ (0:0) დამთავრების შემდეგ მიიღო. კლუბის მმართველი დირექტორის, ბუბა ტყავაძის გადაწყვეტილებით, კაჭარავა "დინამოში" სპორტულ კოორდინატორად დატოვეს.