დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობა გამართავს შეხვედრას ჟურნალისტებთან და სპორტთან ასოცირებულ საზოგადოების წევრებთან. პრესკონფერენციაზე ფედერაციის წარმომადგენლები ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების და მიღწევების შესახებ ისაუბრებენ.
ასევე წარმოდგენილი იქნება, ფედერაციის მიერ დასახული გეგმა და პრიორიტეტები - მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების მზადების, სამთო-სათხილამურო სფეროში მოღვაწე პერსონალის(მსაჯები, მწვრთნელები) კვალიფიკაციის ამაღლების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების ჩატარების შესაძლებლობები; ზამთრის სეზონზე საქართველოს თასის და პირველობის შეჯიბრებების ჩატარების ეტაპები.
პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.