დღეს, 20 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში პროექტის „ახალგაზრდა მოქალაქე 2011" პრეზენტაციას მოაწყობს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ჯუმბერ ზურაბიანი შეხვდება.
პროექტის „მოქალაქე 2011" მიზანია ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების, სახელმწიფო მოწყობისა და მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში გამოცხადდება კონკურსი. კონკურსის პირობების თანახმად, მე-10 - მე-12 კლასის მოსწავლეები შექმნიან 2 კაციან გუნდს. კონკურსის პირველ ეტაპზე გუნდებს დაურიგდებათ კითხვარები, რომელშიც სახელმწიფოებრივ წყობასა და სამოქალაქო უფლებების შესახებ კითხვები იქნება თავმოყრილი. კვალიფიციური ჟიურის შეფასებებით კონკურსის მეორე ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 16 საუკეთესო გუნდი გავა. ამ ეტაპზე მოსწავლეები დებატებს გამართავენ. საუკეთესო გუნდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფასიან საჩუქრებს და ჩეხეთში ერთკვირიან საგზურს გადასცემს.
პროექტი „ახალგაზრდა მოქალაქე 2011" იანვარში აიღებს სტარტს. კონკურსის გამარჯვებულები მომავალი წლის ზაფხულში გამოვლინდება.
ღონისძიება თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში 10:30 საათზე გაიმართება. მის: თავდადებულის ქ. #6ა (დიდი დიღომი).