"ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს.
"კარგად მახსოვს ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა.
დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა მალევე აღარ არ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალავად მიდიოდა, რომლის მიზანიც ბათუმელების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა იყო.
დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ.
აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა.
თუ ჩვენ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.